ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდმა, დავიდ ვილიამ, განაცხადა, რომ სამეფო თასზე განცდილი მარცხის შემდეგ საჭირო იყო სწრაფი კონცენტრირება დაკსვნით მატჩებზე.
“ჩვენ ვერ შევძელით სამეფო თასის აღმართვა, მაგრამ ახლა ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და ფსიქოლოგიურად უნდა გავძლიერდეთ. აუცილებლად უნდა ჩავაბაროთ ეს მატჩი ისტორიას, რაც შეიძლება სწრაფად, რადგანაც წინ კიდევ 1 საფეხბურთო თვეა და უმარავი სასიამოვნო ფაქტის მოლოდინში ვართ. ჩვენ ტრიპლეტის შანსი დავკარგეთ ამ წაგებით, თუმცა დარჩენილია ძალიან მნიშვნელოვანი თასები, რომლებისთვისაც ბოლომდე ვიბრძოლებთ”. დაასრულა ასტურიელმა ფორვარდმა.
