ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორი იყო დიეგო მარადონას დახასიათება 17 წლის ასაკში

როგორი იყო დიეგო მარადონას დახასიათება 17 წლის ასაკში

1978 წელს არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა, სეზარ ლუის მენოტიმ, “ბარსელონას” დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელი იყო დახასიათებული. 

მოთამაშე, რომელიც მაშინ 17 წლის იყო, კატალონიურ გუნდში მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ, სარეკორდო ფასად გადავიდა. 

Marca-ს ინფორმაციით, მისი დახასიათება ასეთი იყო: 

ზოგადი შეფასება: ძალიან კარგი, ექსტრაორდინალური. სიჩქარე – 9.5. აჩქარება – 9.5. ბურთით – 9.1. ბურთის გარეშე – 9.5. ნახტომი – 8

ფსიქოლოგიური მდგომარეობა: მენტალური სიძლიერე – 10. კონცენტრაცია – 10. ეგოიზმი – 0. ხასიათი – 10. 

ზოგადი ტექნიკა: უძლეველი

ტექნიკა: ექსტრაორდინალური, ეფექტური და უბრალოდ დრიბლინგი. საოცარი ძალა და გამბედაობა. გამაოგნებელი სარგებლიანობა. ძალიან კარგი დარტყმა და პასები. ტოტალური სიზუსტე. სრულყოფილი ხედვა. საშუალო თავური. კარგი ლიდერობა. ბურთის ადვილად დაბრუნების შესაძლებლობა. ექსტრაორდინალური ბურთის დაცვა. 

ინდივიდუალური ტაქტიკა: სრული ინტელექტი ფეხბურთში. კარგი ხედვა. 

დასკვნა: ახალგაზრდაა. გამორჩეული ტექნიკური თვისებები აქვს, დრიბლინგი ადვილად გამოსდის. მეტოქის კარის მიმართულებით სწორხაზოვანი ხედვა აქვს, მაგრამ იცის, როგორ უნდა მოიშოროს ბურთი, თუ თანაგუნდელი უკეთეს პოზიციაზეა. ექსტრაორდინალური რეფლექსები. ბურთს ძალიან კარგად იცავს და შემდეგ შედეგიანად იყენებს. მისი მოკლე პასები და დარტყმები უბრალოდ საოცრებაა. 

დიეგო არმანდო მარადონა “არხენტინოს ხუნიორსიდან” ჯერ “ბოკაში” აღმოჩნდა, შემდეგ კი “ბარსელონამ” რიგებში ჩაირიცხა, სადაც ორი სეზონი გაატარა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • basa7
    schedule 10 დეკ 2019, 13:44

    მაშინაც სეცდომა დაუშვია ბარსას იდიოტ ხელმძღვანელობას, ეს რომ 17 წლის ეყიდათ ბავსვს გაზრდიდნენ ბარსას შესაბამისად და მარადონას კარიერაც სხვა გზით წარიმართებოდა და ბარსელონაც სხვა გუნდი გახდებოდა მაშინ.

  • რაკეტა
    schedule 10 დეკ 2019, 13:08

    ბოღმაა მესის მიმართ თორე ისე მაგარია

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 10 დეკ 2019, 12:42

    ბოღმა,რომელმაც არგენტინა დაღუპა 2010 წელს. მესის შემდეგ საუკეთესოა.

  • Johan cruyff13
    schedule 10 დეკ 2019, 08:29

    უდიადესი. მესიმდე ყველა დროის საუკეთესო.მარტომ მოიგო მსოფლიო 86 წელს და 90 წელს მსოფლიოზე ფინალში გაათრია არგენტინა და რო არა ფეხბურთის მსოფლიო მაფია მეორე მუნდიალსაც დადებდა.

  • Don_Andresito
    schedule 10 დეკ 2019, 03:34

    ისე მეტხანს რო დარჩენილიყო კარგი იქნებოდა. კრუიფივით და სხვებიცით ბარსას ისტორიის დიდი ნაწილი რო გამხდარიყო, ეთამაშა 7-8 სეზონი

  • Andres_Iniesta
    schedule 10 დეკ 2019, 01:37

    ქცევებმა დაღუპა ეს და რონალდინიო.

    ყოფაქცევა რო არა დღეს კიდევ უფრო დიდები იქნებოდნენ.

    დიეგო ნარკოტიკებმაა.
    რონალდინიო ქალებმა.