ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” და “ინტერმა” მოლაპარაკებები დაიწყეს

“ბარსელონამ” და “ინტერმა” მოლაპარაკებები დაიწყეს

“ბარსელონამ” და “ინტერმა”, ოთხი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით, ინტენსიური მოლაპარაკებები დაიწყეს. Mundo Deportivo-ს ცნობით, საუბარი არტურო ვიდალზე, ივან რაკიტიჩზე, ლაუტარო მარტინესსა და სტეფანო სენსიზეა.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” პრიორიტეტი ლაუტარო მარტინესია, ხოლო “ინტერის” – არტურო ვიდალი. მილანელები ივან რაკიტიჩის შეძენითაც არიან დაინტერესებულნი, მაგრამ “ბლაუგრანას” მიერ მოთხოვნილი 30 მილიონი ევრო, მათთვის, ბევრია. რაც შეეხება ჩილელს, მისი ტრანსფერი 20 მილიონ ევროდ ფასდება და შესაძლოა, იანვარშივე შედგეს.

არტურო ვიდალი “ინტერის” მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მთავარი სურვილია და “ნერაძური” მზადაა, ჩილელი შუახაზელის გადასაბირებლად, “ბარსელონასთან” ლაუტარო მარტინესისა და სტეფანო სენსის ტრანსფერებზე მოლაპარაკებები აწარმოოს. ეს არ ნიშნავს, რომ არგენტინელი თავდამსხმელი და იტალიელი ნახევარმცველი კატალონიურ კლუბში აუცილებლად გადმოვლენ, მაგრამ კონკურენტებთან შედარებით “ბარსელონას” უპირატესობა ექნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში