workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პეპემ ბოდიში მოუხადა “კულეებს”

პეპემ ბოდიში მოუხადა “კულეებს”

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” მცველმა, პეპემ, ბოდიში მოუხადა კატალონიურ კლუბსა და მათ გულშემატკივრებს. შეგახსენებთ, რომ პეპემ ემოციები ვერ შეიკავა კრიშტიანო რონალდოს გოლის შემდეგ, რომელიც მან “ბარსელონას” გაუტანა სამეფო თასის ფინალში და კატალონიელ გულშემატკივრებს უსიამოვნო ჟესტი უჩვენა.

 

“ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი კატალონიურ პუბლიკას ჩემი საქციელის გამო. კრიშტიანოს გოლმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. ვეღარ მოვთოკე მოზღვავებული ემოცია, რომელიც იმ მომენტში იყო ჩემში. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა”. დაასრულა პეპემ.

 

გახარებულმა პეპემ შუა თითი უჩვენა “კულეებს”

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=l0Z__AuMkAc]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში