ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდმა, დავიდ ვილიამ, სამეფო თასის ფინალის შემდეგ, განაცხადა, რომ მთავარია გუნდმა სიმშივდე შეინარჩუნოს. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “ას”.
“ისევე, როგორც ყველა “კულეს”, მეც მადარდებს საკუთარი შედეგიანობა, რადგანაც ამ ბოლო დროს გოლებს ვერ ვიტან. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ის, რომ ვივარჯიშო თავგამოდებით და გამოვასწორო შეცდომები. სხვა გზა უბრალოდ აღარ არის. ახლა კი, როდესაც “რეალთან” დავმარცხდით, საჭიროა სრული სიმშვიდე და ამ მატჩის დავიწყება. ჩვენ გვაქვს უდიდესი შანსი, რომ ეს სეზონი წარმატებულად ჩავამთავროთ”. დაასრულა დავიდ ვილიამ.
შეგახსენებთ, რომ დავიდ ვილიამ ბოლოს 26 თებერვალს გაიტანა გოლი, “მალიორკას” წინააღმდეგ. ეს მატჩი კატალონიელებმა 0:3 მოიგეს გასვლაზე.
