მოგეხსენებათ, 20 აპრილს გაიმართა ესპანეთის სამეფო თასის ფინალი, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ კატალონიის “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი”. შეხვედრა 0:1 დასრულდა დედაქალაქელების სასარგებლოდ. “რეალის” ფეხბურთელებმა მადლობა გადაუხადეს კატალონიელთა მცველს, ხერარდ პიკეს და მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, მათი საქციელის გამო. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
საქმე ისაა, რომ მსაჯის სასტვენის შემდეგ, ხერარდ პიკე მაშინვე მივიდა მადრიდელებთან და სათითაოდ მიულოცა ეს გამარჯვება, ანალოგიურად მოიქცა პეპ გვარდიოლაც, რომელიც ჟოზე მოურინიოსაც გადაეხვია შეხვედრის დასრულების შემდეგ. “ლოს ბლანკოსის” ფეხბურთელებმა ეს უყურადღებოდ არ დატოვეს და თავის მხრივ მადლობაც გადაუხადეს.
