workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დელ ბოსკე: “მე მიუკერძოებელი ვარ”

დელ ბოსკე: “მე მიუკერძოებელი ვარ”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ, ანალიზი გაუკეთა 20 აპრილს გამართულ სამეფო თასის ფუნალს, სადაც “თეთრებმა” დაამარცხეს “ლურჯ–ბროწეულისფერები”, ანგარიშით 1:0. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

დეკ ბოსკემ აღნიშნა, რომ თავის განცხადებებში მიუკერძოებელია: “მე ბოლომდე ობიექტური და მიუკერძოებელი ვარ საკუთარ შეფასებებში, ანალიზში. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მავიწყდება მადრიდის “რეალში” გატარებული წლები, ის ჩემი მშობლიური კლუბია. მაგრამ ახლა მე ვარ ყველა ესპანური კლუბის წარმომადგენელი. გავოგნდი, როცა დავინახე როგორ ექცეოდნენ ფეხბურთელები ერთმანეთს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გუნდები წინასწარ გეგმავდნენ მსაჯის წნეხის ქვეშ მოქცევას. მეორე ტაიმში კი დომინანტი “ბარსელონა” იყო, რადგანაც კატალონიელებს ეძლეოდათ თავისუფალი ზონები”. დაასრულა დელ ბოსკემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში