ვალენსიაში გამგზავრების წინ ”ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ აღნიშნნა, რომ ”ბარსა” ამ ფინალს ხვდება, როგორც ”გასართობ თავგადასავალს, რომლის მთავარი მიზანი არის ტიტულის მოპოვება”.
კლუბის სპორტული დირექტორი ”El Prat”-ის აეროპორში, ვალენსიაში გამგზავრებამდე რამდენიმე წუთით წინ წარსდგა ჟურნალისტების წინაშე. ვალენსიასში, სტადიონ ”მეტალიაზე” დღეს მადრიდის ”რეალი” და ”ბარსელონა” ერთმანეთს სამეფო თასის ტიტულის მოპოვებისთვის შეებრძოლებიან.
სრული ნდობა გუნდს
სუბისარეტამ ”მაქსიმალური ნდობა” აღუთქვა გუნდს ”იმის გათვალისწინებით, თუ რასაც აკეთებს ის და როგორ თამაშს აჩვენებს”. მან აღნიშნა, რომ გვარდიოლას შეგირდები მოედანზე გამოდიან ”იმ მიზნით, რომ ითამაშონ საკუთარი ფეხბურთი და ამ გზით ჩაიტანონ თასი კატალონიაში”.
ამაზე საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ”ფინალის ბედს მცირე დეტალები წყვეტს. მე დაძაბულ მატჩს ველი, რთული დასაწყისით, რადგან ფეხბურთელების დაძაბულობა ძალიან მაღალია. ამის შემდეგ დავინახავთ, თუ ვის ხელში იქნება ბურთი, ვინ შეძლებს საკუთარი თამაშის წარმოჩენას და ვინ შეძლებს უკეთესი მომენტის შექმნას. ჩვენ იმდენი ნიჭიერი ინდივიდუალისტი გვყავს, რომ ნებისმიერი მომენტი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს”.
”დაპირისპირება მაქსიმალური მეტოქეობით”
უკანასკნელად ”ბარსა” და ”რეალი” სამეფო თასის ფინალში 1990 წელს, ”მესტალიაზე” შეხვდნენ და გამარჯვებული ”ბარსელონა” გამოვიდა. ამის შესახებ საუბრისას სორტულმა დირექტორმა შეგვახსენა, რომ ”თუკი წარსულს ყურადღებას მივაქცევთ იქ ბევრი სასიამოვნო მომენტი შეგვხდება, ეს მატჩი არის დაპირისპირება მაქსიმალური მეტოქეობით”.
სხვა მატჩი
დღევანდელ მატჩზე მთლიანად კონცენტრირებული სუბისარეტა თვლის, რომ ”ბერნაბეუზე” გამართულ შეხვედრიდან გამარჯვებული ”ბარსა” გამოვიდა და აღნიშნა, რომ ”საუბარი მიმდინარეობს კლასიკოზე, რომლის ფასი არის ერთი ტიტული. კლასიკოში ყოველთვის დიდი დაძაბულობაა, მაგრამ ფინალურ შეხვედრას თავისი თავისებურებები ახასიათებს”. ასევე მან პირდაპირ განაცხადა, რომ ძალიან სურს გულშემატკივრება გაიგონ, რომ ”ფეხბურთი უნდა იყოს გართობის, მეგობრობის ადგილი, სადაც საჭიროა მოგების და წაგების ცოდნა”.
