workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: “მარკამ” ტყუილი დაწერა ჩემს შესახებ”

პიკე: “მარკამ” ტყუილი დაწერა ჩემს შესახებ”

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ხერარდ პიკემ განაცხადა, რომ გაზეთმა “მარკამ” ცრუ ინფორმაცია გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ კატალონიელი ცდილობდა პროვოკაციაზე წამოეგო მადრიდელები, ლა ლიგის 32–ე ტურის მატჩის შემდეგ. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “სპორტი”.

 

“მარკას” განცხადებით, პიკემ ასეთი რამ უთხრა “სამეფო კლუბის” ფეხბურთელებს: “8 ქულა, 8 ქულა! ესპანელებო, ჩვენ უკვე მოვიგეთ თქვენი ჩემპიონატი. ახლა კი ჯერ თქვენი მეფის თასზეა!“

 

პიკემ ამას უპასუხა: “ინფორმაცია, რომელიც გამოცემა “მარკამ” გამოაქვეყნა არის ტყუილი. მე არ ვცდილობდი მადრიდელთა პროვოცირებას და არც ასეთი სულელური ფრაზები მითქვამს. 20 აპრილს ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით ჩვენს მეტოქეებს სამეფო თასის ფინალში”. დაასრულა ხერარდ პიკემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში