workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოურინიო: ”თუ ჩვენ წავაგებთ, ამით ცხოვრება არ დასრულდება”

მოურინიო: ”თუ ჩვენ წავაგებთ, ამით ცხოვრება არ დასრულდება”

მადრიდის ”რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ისაუბრა სამეფო თასის ფინალზე, სადაც ერთმანეთს ”რეალი” და ”ბარსელონა” უპირისპირდებიან და განაცხადა, რომ უჭირს აღნიშნული მატჩის ფავორიტის დასახელება.

”ხვალიდნელ თამაშს არავითარი საერთო არ აქვს იმ მატჩთან, რომელიც თქვენ იხილეთ შაბათს და ჩემპიონთა ლიგაში. ეს სავსებით განსხვავებული თამაშია. 

ჩვენ ვითამაშებთ სქემით 4-3-3. გვარდიოლამ განაცხადა, რომ მოედანზე გამოვა პინტო და კიდევ ათი ფეხბურთელი. მე ვიტყვი, რომ ჩვენს შემადგენლობაში ითამაშებს სერხიო რამოსი და კიდევ ათი ფეხბურთელი. არ ვიტყვი არაფერს სენსაციურს: აღნიშნულ მატჩს ფავორიტი არ ჰყავს და ორივე გუნდს გამარჯვების აბსულუტურად თანაბარი შანსები აქვთ.

იცით, როდესაც მე მოვედი კლუბში და შევხვდი მის პრეზიდენტს, მე მითხრეს, რომ ჩემგან ელიან სამართლიან და პროფესიონალურ მუშაობას. ასე რომ, თუ ხვალ გავიმარჯვებთ, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ დავმარცხდებით არაფერი საშინელი არ მოხდება, ცხოვრება ამით არ დასრულდება.

მთელი კარიერის განმავლობაში არაერთხელ შევხვედრივარ ისეთ ხალხს, ვინც ჩემს მიმართ კრიტიკას არ იშურებდა. მაგრამ არაუშავს, ცხოვრება გრძელდება. გულშემატკივრები ყველაფერს კარგად ხედავენ და ესმით.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს ესპანური გამოცემა ”ას”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში