workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მიკა რიჩარდსი: ყველაზე რთული მესის წინააღმდეგ თამაშია

მიკა რიჩარდსი: ყველაზე რთული მესის წინააღმდეგ თამაშია

“მანჩესტერ სიტის” ყოფილი მცველი მიკა რიჩარდსი აცხადებს, რომ მან კრიშტიანუ რონალდუს განეიტრალება რამდენჯერმე მოახერხა, მაგრამ ლეო მესის – ვერცერთხელ.

კითხვაზე, თუ ვის მიიჩნევს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად, რიჩარდსი პასუხობს:

“მესი. რონალდუს წინააღმდეგაც მითამაშია და მისი განეიტრალება რამდენჯერმე მოვახერხე. ვერ ვიტყვი, რომ ეს ადვილი იყო, მაგრამ “ოლდ ტრაფორდზე” მის წინააღმდეგ კარგად თამაში მოვახერხე. რაც შეეხება მესის, ის ახლოსაც კი არ მიკარებდა.

გგონია, რომ მესის მიწვდები და ის უკვე სხვაგანაა. მის წინააღმდეგ გეგმა არ არსებობს. როგორც კი ის ბურთს მიიღებს, უნდა ეცადო და დაჯარიმდე. ასეთი კალიბრის მოთამაშეა მესი. მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია.

საუბარი ისტორიაში ორ უდიდეს ფეხბურთელზე გვაქვს და ამას რიცხვებიც ადასტურებს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მესის წინააღმდეგ თამაში უფრო რთულია.” – ციტირებს მიკა რიჩარდსის სიტყვებს SPORTbible.

მიკა რიჩარდსს კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ 4-ჯერ უთამაშია. ინგლისელ მცველს 3 წაგება და 1 მოგება აქვს. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, რიჩარდსის წინააღმდეგ თამაშის დროს, 1 გოლი (ჯარიმით) გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

საინტერესო კი ისაა, რომ მიკა რიჩარდსს ლიონელ მესის წინააღმდეგ არასდროს უთამაშია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • kaikaci
    schedule 08 ნოე 2019, 19:43

    ადმინ ფსიქოლოგიური ტესტია რამე?

  • nika 54
    schedule 08 ნოე 2019, 17:33

    ციტატა: BEQA BARCA
    თუ არასდროს უთამაშია მაშინ საიდან იცისს.. ეგეც ტყუილი ხო არაა…🤔🤔 ისე მართალია..


    არც ჩვენ გვითამაშია, მაგრამ ვინმეს ეჭვი გეპარებათ რო მესის გაჩერება სეუძლებელია, ჯარიმის გარეშე? რონალდუზე რათ მინდა მაგის მოყოლილი გინდათ ლოკომოტივთან თამაში მოიგონეთ, ერთი ფინტი არ გაუკეთებია(თუმცა არც სხვა დროს აკეთებს) მაგრამ რამდენჯერაც ბურთი მიიღო ყველა ცხვირწინ ააცალეს.

  • Wtf man
    schedule 08 ნოე 2019, 16:54

    😂😂😂😂😂😂😂 არასდროს უთამაშია მესის წინააღმდეგ😂😂😂

  • M10 S9 D11
    schedule 08 ნოე 2019, 15:51

    თუ არ უთამაშია რას გსმოჭენდა თუ ესეც პრესის მოგონილია?

  • BEQA BARCA
    schedule 08 ნოე 2019, 15:25

    თუ არასდროს უთამაშია მაშინ საიდან იცისს.. ეგეც ტყუილი ხო არაა…🤔🤔 ისე მართალია..