”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ ”შახტარის” წინააღმდეგ თამაშისას ყვითელი ბარათი გამოსტყუა მსაჯს. შედეგად, დისკვალიფიკაციის გამო, მან გამოტოვა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედ-ფინალური მატჩი. თუმცა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ”ბარსელონა” – ”შახტარის” მატჩის კომისარმა განცხადება გაუგზავნა ”უეფას” დისციპლანურ კომიტეტს, რათა ინიესტას დამატებით კიდევ მიეცეს ერთ მატჩიანი დისკვალიფიკაცია. კომისარის თქმით, ინიესტამ განზრახ მიიღო ყვითელი ბარათი, რათა ”რეალთან” ნახევარ-ფინალისთვის მოეხდინა დაგროვილი გაფრთხილებების ანულირება.
”ბარსელონას” ხელმძღვანელობამ უკვე მოამზადა და გააგზავნა ”უეფაში” განცხადება, სადაც ითხოვენ, რომ დისციპლინარულმა კომიტეტმა არ გამოიტანოს ასეთი მკაცრი განაჩენი.
საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი გახდება ოთხშაბათს.
