მოგეხსენებათ, კატალონიელთა და მადრიდელთა დუელში მონაწილეობას მხოლოდ ”ბარსელონა” და ”რეალი” არ იღებენ. ესპანეური პრესა საკმაოდ აქტიურია. მოდით ვნახოთ, როგორ შეაფასეს მადრიდში 16 აპრილს გამართული ”კლასიკო”.
როგორც ჩანს მადრიდული ”მარკასა” და ”ას”-ის და კატალონიური ”ელ მუნდო დეპორტივოსა” და ”სპორტის” ჟურნალისტებმა სხვადასხვა თამაშს უყურეს. ნახეთ, თუ როგორ გამოიყურება მადრიდული ჟურნალების გარეკანი და შეფასებები თავად გააკეთეთ.
მარკა
ათი ფეხბურთელით მათ უკეთ ითამაშეს
”რეალი” 1-1 ”ბარსა”
მოუ: ”დავიღალე მათთან მუდამ 10 კაცით თამაშით”
ორმაგად ცუდი მოპყრობა? ალბიოლს წითელი ბარათი მისცეს, ალვეში კი არც გააფრთხილეს
მუდამ უშფოთველი მესი წყობიდან გამოვიდა და ბურთი ტრიბუნებისკენ ისროლა
მადრიდმა უარი თქვა ხარისხზე და მოგებასაც იმსახურებდა
კრიშტიანუ რონალდუმ და მესიმ გოლები თერთმეტ მეტრიანიდან გაიტანეს
პეპეს შესანიშნავი თამაში მოურინიოს ახალ სქემაში
იოზილმა ”კლასიკო” შეცვალა
ას
ათი ფეხბურთელით უკეთესად ითამაშეს, ვიდრე თერთმეტით
”რეალი” 1-1 ”ბარსა”
ალბიოლის წითელი ბარათისა და 0-1-ის შემდეგ მადრიდელებმა თამაში თავის სასარგებლოდ მოატრიალეს
მუნიესმა არ დადო პენალტი ვილიაზე და დაინდო ალვეში გაგდებისაგან
მოურინიო: ”დავიღალე ”ბარსელონასთან” მუდამ კაცნაკლული თამაშით”
