workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ვიქტორ ვალდესის მუშაობით უკმაყოფილოა

“ბარსელონა” ვიქტორ ვალდესის მუშაობით უკმაყოფილოა

კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფომრაციით, “ბარსელონაში” 19-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვიქტორ ვალდესის მუშაობით უკმაყოფილონი არიან.

“ბარსას” ლეგენდარულმა მეკარემ 19-წლამდელები გასულ ზაფხულში ჩაიბარა და მან თავი რამდენიმე უცნაური გადაწყვეტილებით უკვე დაგვამახსოვრა.

პირველი შემთხვევა, რომლითაც კლუბი უკმაყოფილო დარჩა, ოტენის თასზე დაფიქსირდა. ვალდესმა უარი თქვა გუნდი მე-3 ადგილისთვის მატჩში გამოეყვანა. მიზეზად იმ ტრავმების დიდი რაოდენობა დაასახელა, რომლებიც მისმა ფეხბურთელებმა ამ ტურნირზე მიიღეს.

შემდეგ კი ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩში, არბიტრისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მოედნიდან გაძევება და 2-მატჩანი დისკვალიფიკაციის მიღება იყო.

ბოლო უსიამოვნო შემთხვევა ახლახანს დაფიქსირდა, როდესაც ვიქტორ ვალდესი ერთადერთი სპეციალისტი იყო, რომელიც ლა მასიას მწვრთნელებისთვის გამართულ სადილს არ დაესწრო.

ამას ემატება ისიც, რომ “ბარსელონაში” ვალდესის გუნდის შედეგებით უკმაყოფილოები არიან. გასულ კვირაში, “ბარსას” 19-წლამდელთა გუნდი, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, “დორტმუნდთან” პირველი ტაიმის შემდეგ იგებდა, მაგრამ მაინც უქულოდ დარჩა.

კლუბში უკმაყოფილონი არიან იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონის გახსნის დროს, “აიაქსთან” მატში ვალდესის ქმედებითაც. დამწყებმა სპეციალისტმა გარემარბებზე უარი თქვა და გუნდი 3-5-2 სისტემით ათამაშა. მან თამაშის მიმდინარეობისას ცვილებებზეც უარი თქვა და საზეიმო მატჩში მონაწილეობის მიღების საშუალება ბევრ ფეხბურთელს არ მისცა.

კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, “ბარსელონა”, ჯერჯერობით, რადიკალური ნაბიჯების გადადგმას არ გეგმავს, მაგრამ მაინც ვერ გავექცევით იმას, რომ ვალდესსა და ხელმძღვანელობას შორის კარგი ურთიერთობა არაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • dembelle
    schedule 21 სექ 2019, 18:20

    ვალდეს ხელი თქი არასწორებიი თქვენ დედებს დავხვნავ ვალდესს თუ გაუშვებენნ

  • პავლოვიჩი56
    schedule 21 სექ 2019, 17:45

    ციტატა: azulgerana
    Zato valverdea chakvra chaglajuneba


    laughing fearful stuck_out_tongue_winking_eye

  • Kakiashvili
    schedule 21 სექ 2019, 17:02

    Bijo uechveli ragaca temaa aq valdesi axali danisnulia da ukve giad saubroben rom ukmayofiloebi arian am valverdeze kide arvici magas ro xedaven is 4-1 dan da 3-0 dan ro ageb 2 jer da pirvelwagebaze roveriswavle chkua da igives aketeb eg dasanaxi araa? Anda is kide ro barsas tamashi barsas tamashs ar gavs eg mosawonia?? Gadamreven eseni😡😡😡

  • Andres_Iniesta
    schedule 21 სექ 2019, 14:59

    ვალვერდეს მიმართ ხო ხართ კმაყოფილები ზატოო…