workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავიმ და კასილასმა ყველაზე ბევრჯერ ითამაშეს ”კლასიკოში’

ჩავიმ და კასილასმა ყველაზე ბევრჯერ ითამაშეს ”კლასიკოში’

საფეხბურთო სამყაროს დღესასწაულები ახლოვდება. ფეხბურთის გულშემატკივრები 18 დღის განმავლობაში ოთხ ”კლასიკოს” იხილავენ. პირველი ჯახი ”ბარსელონასა” და ”რეალს” შორის ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართება. მეორე შეხვედრისას გუნდები ესპანეთის თასის მფლობელის ვინაობას გაარკვევენ. ხოლო მესამე და მეოთხე მატჩები ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში ჩატარდება.

აღმოჩნდა, რომ გუნდების არსებულ შემადგენლობაში ყველაზე ბევრჯერ ”კლასიკოში” მონაწილეობა მიიღეს იკერ კასილიასმა და ჩავიერ ერნანდესმა. მათ ანგარიშზე 21-21 ”კლასიკოა”. აქედან ”ბლაუგრანას” ნახევარმცველმა გუნდთან ერთად ცხრაჯერ იზეიმა გამარჯვება, ხუთჯერ ითამაშა ფრე და შვიდჯერ დამაცხდა. თავის მხრივ კასილიასის ”რეალმა” შვიდი მატჩი მოიგო, ხუთი დაასრულა ფრედ და ცხრაში დამარცხდა. 21 მატჩის განმავლობაში ჩავიმ სამი გოლი გაუტანა მეტოქეს, ხოლო კასილიასმა ოცდაჩვიდმეტი გოლი მიიღო საკუთარ კარში.

იმედი ვიქონიოთ, რომ ”ბარსელონას” მოგებების სერია კვლავ გაგრძელდება!

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში