workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი: ყველამ იცის, რომ წასვლა მინდოდა

ნეიმარი: ყველამ იცის, რომ წასვლა მინდოდა

“პარიზ სენ-ჟერმენი” და “სტრასბურგი” ერთმანეთს საფრანგეთის ჩემპიონატის ეგიდით დაუპირისპირდნენ. ნეიმარ და სილვამ ბრწყინვალე მაკრატელა შეასრულა და შეხვედრის მიწურულს მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა (1:0). მატჩის შემდეგ ბრაზილიელმა ფორვარდმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

“ფანების განწყობა ჩემთვის გასაგებია, მაგრამ წინსვლა არ უნდა შევწყვიტოთ – მე პსჟ-ს ფეხბურთელი ვარ.

სტვენა უცხო ხილი ნამდვილად არ არის. ამჯერად, ჩემი ყველა შეხვედრა გასვლითი იქნება. საზოგადოებამ იცოდა, რომ წასვლა მსურდა. მე ეს აქამდეც მითქვამს და ახლაც იგივეს ვიმეორებ.

მოლაპარაკების პროცესის დეტალების განხილვა არ მინდა. დროა ეს გვერდი გადავფურცლოთ. მე პსჟ-ს მოთამაშე ვარ და მოედანზე ძალას არ დავიშურებ.“-ამბობს ნეიმარი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • Barca1980
    schedule 15 სექ 2019, 00:33

    მიუხედავად იმისა , რომ მე ბევრი თქვენთაგანივით გაბრაზებული ვარ ნეიმარზე , ერთი რამე ყველამ უნდა ვაღიაროთ : არამგონია მესიზე მეტად ვინმე ვიყვეთ გუმგატეხილები და გაბრაზებულები მისი ბარსელოადან წასვლით და რახან ლეომ შეძლო და აპატია , ჩვენ რა უფლება გვაქვს ეჭვის თვალით ვუყუროთ ნემოს . უნდა ვაღიაროთ , რომ ნამდვილად მისია მომავალი და ეს რომ იცის მესიმ , იმიტომაც ცდილობს მის უკან დაბრუნებას , რადგან ხვდება რომ მისი წასვლის შემდეგ გუნდს ძალიან გაუჭირდება და აუცილებლად ჭირდება ნეიმარისნაირი ფანტაზისტაა . დავიჯერო მესიზე დიდი კულეები ვართ ჩვენ ? ზამთარში ნემოო დაიდოოს .

  • Alien messi
    schedule 15 სექ 2019, 00:05

    რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს შენთვის როცა მოგინდება ყველა არ გაგიშვებს დროა შეეგუო რეალობას ბარსას გულშემატკივრებს სძულხარ პსჟს უარესად ვარსკვლავი მაშინ იქნები როცა გულშემატკივრებს თავს შეაყვარებ სკანდალებში არ გაეხვევი და ფანებს მოსაკლავად არ გადაიკიდებ

  • CuLe ♥
    schedule 14 სექ 2019, 23:59

    მაგარი ბიჭია ძაან! აუცილებლად დაბრუნდება ეს! 💛