დონეცკის “შახტარის” ნახევარმცველებმა, ვილიანმა და დუგლას კოშტამ გამოთქვეს სურვილი “ბარსელონაში” თამაშზე. ისინი აღფრთოვანებულნი არიან ამ კლუბით. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “ას”.
ბრაზილიელ ფეხბურთელებს ძალიან უნდათ დაიცვან “ბლაუგრანას” ღირსება.
ვილიანი: “თამაში “ლურჯ–ბროწეულისფერთა” შემადგენლობაში? ეს ახდენილი ოცნებაა. ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, რომელსაც შეუძლია დაეუფლოს ყველა ტიტულს ამ სეზონში, ისინი უბრალოდ შეუდარებელნი არიან”.
დუგლას კოშტა: “რა თქმა უნდა, ძალიან მსურს დავიცვა “ბლაუგრანას” ღირსება, მსურს ერთ–ერთი მათგანი ვიყო. აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი, თუნდაც ვარსკვლავი, ოცნებობს ამ გუნდში თამაშზე”.
შეგახსენებთ, რომ “უეფას” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, “ბარსელონამ” ორი მატჩის ჯამში, დაამარცხა დონეცკის “შახტარი”, ბურთების შეფარდებით 6:1.

