workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: “იბრას “ბარსაში” თამაში სურს”

პიკე: “იბრას “ბარსაში” თამაში სურს”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ხერარდ პიკემ ისაუბრა თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ, რომელსაც ამ ბოლო ხანებში ბევრი აკრიტიკებს, რაც მის თამაშზეც აისახა. შვედი გახდა ზედმეტად უხეში და ვეღარ არის ისეთი შედეგიანი, როგორიც აქამდე.

 

“არ ვფიქრობ, რომ ზლატანი “ბარსელონაში” ცუდად თამაშობდა. იგი ბევრი გოლის გატანას ახერხებდა და სწორედ ეს გახდა ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ჩვენი ჩემპიონობისა. ეს გვარდიოლას გადაწყვეტილება იყო. პეპი ფიქრობდა, რომ იბრა “ბლაუგრანას” სტილს აყვებოდა, თუმცა უხგოლიანობის მიუხედავად ეს ვერ მოახერხა. მისტერმა ამ სეზონში ვილა დაიმატა და დავიდმაც გაამართლა. ამის მიუხედავად მაინც ვთვლი, რომ ზლატანის კატალონიაში გადმობარგება არ იყო შეცდომა.” –ციტირებს პიკეს სიტყვებს La Gazzetta Dello Sport.

 

შეგახსენებთ, რომ შვედი თავდამსხმელი ახლაც “ბარსელონას” საკუთრებაა და “მილანში” არენდის სახით არის წასული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში