ორშაბათს საღამოს, “ბარსელონამ” პირველად და უკანასკნელად ივარჯიშა “შახტარის” ახალ სტადიონ “დონბას არენაზე”. პინტოს გარდა აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელმა მიიღო ამაში მონაწილეობა და ისინი მხოლოდ ერთ რამეს ფიქრობდნენ: გავიდნენ 1/2 ფინალში. როგორც გაირკვა “ბარსას” მეორე მეკარეს კვლავ აწუხებს ფეხზე ტკივილები და სწორედ ამის გამო მან ინდივიდუალურად ივარჯიშა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს მოედნის ბრწყინვალება. უკრაინელებმა “დონბას არენა” 2009 წელს ააგეს და მართლაც შესანიშნავ მდგომარეობაშია. სწორედ ეს სტადიონი იქნება ერთ–ერთი მთავარი, ევრო 2012–ის ჩატარებისას.

ვარჯიში “დონბას არენაზე”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.