დღეს კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელის, ლიონელ მესის ძმის, მატიას მესის სახლს, რომელიც არგენტინაში, კერძოდ კი როსარიოში მდებარეობს, ცეცხლი გაუხსნეს.
გასროლა მაშინ მოხდა, როცა მატიასს დედამისი (ანუ ლეოს დედა) სტუმრობდა, რომლის სახლიც 100 მეტრის მოშორებით მდებარეობს. როგორც თვითმხილველები იძახიან, ეზოსთან მოტოციკლი გაჩერდა, რომელზეც ორი პიროვნება იჯდა. მათ სახლის კედელში დაახლოებით რვა ტყვია “დატოვეს” და გაიქცნენ. საბედნიეროდ ამით არავინ დაშავებულა. ერთ–ერთი მეზობელი იძახის: “ლეოც და მატიასიც ძალიან კარგი და საყვარელი ბიჭები არიან. უბრალოდ არ მესმის ვის შეიძლება უნდოდეს ასეთი თბილი ოჯახისთვის ცუდი?” –ქალბატონმა ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა და კომენტარის გაკეთებისას თავისი სახელი არ თქვა.
მესის ოჯახს ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
შენიშვნა: სურათზე, მარცხნივ მესი, მარჯვნივ მისი ძმა.
