workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აპრილი – მაისის გამოცემა “ბარსელონას” ისტორიას დაეთმობა

აპრილი – მაისის გამოცემა “ბარსელონას” ისტორიას დაეთმობა

კატალონიაში გამოიცემა აპრილი – მაისის ჟურნალი, რომელიც ამჯერად “ბარსელონას” ისტორიას მოიცავს. 

ეს კატალონიური ჟურნალი “ბარსელონას” ემსახურება, იგი დიდი ხანია რაც არსებობს. ეს გამოცემა ერთგვარად საიუბილეოა, 50–ე, ამიტომაც რედაქტორებმა, იგი გრანდიოზული გახადეს და “ბარსელონას” არცთუ პატარა წარსული ერთ ჟურნალში მაქსიმალურად დეტალურად ასახეს.

ასეთი პროექტი წარსულშიც იგეგმებოდა, ამ ჟურნალის მიერ, მაგრამ განხორციელდა დათქმულ თარიღზე გვიან. იგი სულ მალე “საგაზეთო ჯიხურებში” იქნება გაყიდვაში კატალონიის ქუჩებში, მისი ფასი 4 ევროს შეადგენს.

ჟურნალის რედაქტორი გუერა სივილი გახლავთ.

 

ეს კი ამ ჟურნალის 50– ე გამოცემის პოსტერი:

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში