workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარიერაში მეორედ

კარიერაში მეორედ

ინიესტას წელს საბედნიეროდ ტრავმები აღარ აწუხებს, ამიტომაც იგი როგორც მოსალოდნელი იყო თითქმის ყველა თამაშში იღებს მონაწილეობას. მან წლევანდელ სეზონში მხოლოდ ოთხი მატჩი გამოტოვა, იმაშიც გუნდმა იმარჯვა, ახლა ანდრესი მეორედ გამოტოვებს მატჩს დისკვალიფიკაციის გამო. 

პირველი მატჩი იყო სეზონის სტარტზე, როდესაც “ბარსელონა” “სევილიასთან” “ესპანეთის სუპერ–თასის” პირველ მატჩში დამარცხდა 3:1, შემდეგ იყო მატჩი “ყაზანის რუბინთან” სადაც “ბარსელონა” მეორე შემადგელობით წარსდგა, იმ მატჩში კატალონიელებმა 2:0 დამაჯერებლად იმარჯვეს,”ბეტისთან” სათასო ბატალიების მეორე მატჩში ანდრესმა არ მიიღიო მონაწილეობა, გუნდმა 3:1 იმარჯვა, ხოლო “თასის” 1/2 ფინალში “ალმერიასთან” “ბარსელონამ” გასვლაზე 3:0 იმარჯვა, კვლავ დონ ანდრესის გარეშე.

ესპანეთის ჩემპიონატში კი ანდრესს არც ერთი მატჩი არ აქვს გამოტოვილი.

რაც შეეხება დისკვალიფიკაციას. მოგეხსენებათ, ანდრესი არ არის უხეში ფეხბურთელი. ეს მისთვის მეორე დისკვალიფიკაციაა კარიერის განმავლობაში. პირველი მან 2007/08 სეზონში მიიღო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში