– ”ბარსა” 29 თამაშია პრიმერაში დაუმარცხებელია. მათ 11 სექტემბრის შემდეგ არ წაუგიათ და 3 თამაში აშორებთ ”რეალ სოსიედადის” 1979/80 წლების რეკორდთან.
– ”ალმერიასთან” 2 გოლის გატანის შემდეგ ლეო მესიმ ამ სეზონში გოლების რაოდენობა 47-ამდე გაზარდა, რაც მისი საუკეთესო შედეგია. (გასულ სეზონში მან 47 გოლი გაიტანა)
– მესიმ გაიტანა მე-3 პენალი, ზუსტად ამდენივე პენალი აქვს პრიმერა დივიზიონში ”ბარსელონას” შესრულებული. პენლები დაინიშნა ”ოსასუნასთან” (0:3) გასვლით მატჩში და შინ ”რასინგთან” (3:0) შეხვედრაში.
– ხავიერ მასკერანომ მიმდინარე პრიმერა დივიზიონის გათამაშებაში მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო და გამოტოვებს შემდეგი ტურის გასვლით მატჩს მადრიდის ”რეალთან”.
– ტიაგო ალკანტარამ მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა ”ბარსას” შემადგენლობაში. პირველი გოლიც მან სამეფო თასზე ”ალმერიას” გაუტანა.
– ”ბარსასა” და ”ალმერიას” შორის მიმდინარე სეზონში გამართულ 4 მატჩში ბურთების შეფარდება არის 19:1.
– ”ბარსას” ბურთის ფლობა 73% იყო. ”ბლაუგრანამ” 678 გადაცემა გააკეთა, ”ალმერიამ” 200. ჩავი საუკეთესო მეპასე იყო. 115 გადაცემიდან 104 ზუსტი აღმოჩნდა.
– ალვეშმა ბურთი 14-ჯერ დაიბრუნა.
– ”ბარსამ” 18 დარტყმა შეასრულა, ”ალმერიამ” 3.


