ლიონელ მესიმ გუშინ, “ალმერიას” წინააღმდეგ მატჩში, დუბლი შეასრულა და გაიმეორა “ელ ფენომენოს” რეკორდი, რომელმაც 47 გოლი გაიტანა 1 სეზონში.
სამშაბათს, ლიონელ მესიმ, პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ მისთვის არ იყო მთავარი რეკორდის მოხსნა. უნდოდა თუ არა, მესიმ ეს მაინც მოახერხა. მესის საკმაო ხნიანი შესვენება ჰქონდა, ბოლოს გოლი 8 მარტს, ლონდონის “არსელანლის” წინააღმდეგ მატჩში გაიტანა. ახლა იგი რეკორდის მოხსნის ზღვარზეა და სულ რაღაც 1 გოლი აკლია. მან 29 გოლი ლა ლიგაშ გაიტანა, 7 სამეფო თასზე, 8 ჩემპიონთა ლიგაზე და სამიც სუპერ თასზე.
წინა სეზონში მან 47 გოლი გაიტანა
აღსანიშნავია, რომ რონალდოს რეკორდი მესიმ წინა წელსაც გაიმეორა, მაგრამ მოხსნა ვერ შეძლო. ახლა მას სულ ცოტა 9 მატჩი დარჩა რეკორდის დასამხომად, რათა გახდეს საუკეთესო გოლეადორი.
ბრძოლა ბომბარდირობისთვის
შემდეგ კვირას, ესპანეთის საუკეთესო მეგოლეები წარსდგებიან ერთმანეთის წინააღმდეგ “სანტიაგო ბერნაბეუზე”. მესის 2–მა გოლმა და კრისტიანოს 1–მა გოლმა გაათანაბრა მათი ანგარიშები. ორივეს 29 გოლი აქვთ გატანილი (ასე ეწერა ოფიციალურზე).
“ბარსელონას” ორი მოთამაშე იბრძვის “პიჩიჩისთვის”, ლიონელ მესი და ჯონათან სორიანო (სეგუნდაში). მესის შეუძლია ამ ტიტულს კიდევ ერთხელ დაეუფლოს. ჯონათან სორიანომ 23 გოლი გაიტანა სეგუნდა დივიზიონში და სათავეში ჩაუდგა ბომბარდირთა დავას.
ლეო მესის გოლები 2010–2011 სეზონში:
სუპერ თასი
“ბარსელონა” 4–0 “სევილია” (3 გოლი)
სამეფო თასი
“ბარსელონა” 5–1 “სეუტა” (1 გოლი)
“ბარსელონა” 5–0 “ბეტისი” (3 გოლი)
“ბეტისი” 3–1 “ბარსელონა” (1 გოლი)
“ბარსელონა” 5–0 “ალმერია (2 გოლი)
ჩემპიონთა ლიგა
“ბარსელონა” 5–1 “პანათინაიკოსი” (2 გოლი)
“ბარსელონა” 2–0 “კოპენჰაგენი” (2 გოლი)
“კოპენჰაგენი” 1–1 “ბარსელონა” (1 გოლი)
“პანათინაიკოსი” 0–3 “ბარსელონა” (1 გოლი)
“ბარსელონა” 3–1 “არსენალი” (2 გოლი)
პრიმერა დივიზიონი
“რასინგი” 0–3 “ბარსელონა” (1 გოლი)
“ატლეტიკო” 1–2 “ბარსელონა” (1 გოლი)
“ბარსელონა” 1–1 “მალიორკა” (1 გოლი)
“სარაგოსა” 0–2 “ბარსელონა” (2 გოლი)
“ბარსელონა” 5–0 “სევილია” (2 გოლი)
“ხეტაფე” 1–3 “ბარსელონა” (1 გოლი)
“ბარსელონა” 3–1 “ვილიარეალი” (2 გოლი)
“ალმერია” 0–8 “ბარსელონა” (3 გოლი)
“ოსასუნა” 0–3 “ბარსელონა: (2 გოლი)
“ბარსელონა” 5–0 “სოსიედადი” (2 გოლი)
“ბარსელონა” 4–0 “დეპორტივო” (1 გოლი)
“ბარსელონა” 3–0 “რასინგი” (1 გოლი)
“ჰერკულესი” 0–3 “ბარსელონა” (2 გოლი)
“ბარსელონა” 3–0 “ატლეტიკოს” (3 გოლი)
“ბარსელონა” 2–1 “ბილბაო” (1 გოლი)
“მალიორკა” 0–3 “ბარსელონა” (1 გოლი)
“ვალენსია” 0–1 “ბარსელონა” (1 გოლი)
“ბარსელონა” 3–1 “ალმერია” (2 გოლი)