როგორც იცით, გუშინ გაიმართა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტური, სადაც “ბარსელონამ” უმასპინძლა “ალმერიას” და დაამარცხა, ანგარიშით 3:1. ამ თამაშში ძალიან ცუდი რამ მოხდა, 20 წლის ბოიან კრკიჩმა მიიღო მარჯვენა კოჭის დაზიანება, რის გამოც იგი ვერ დაეხმარება გუნდს სეზონის ბოლომდე. თუმცა ნახევარ საათში მან საკმაოდ ლამაზი ფეხბურთი აჩვენა, 1 ეპიზოდში სახიფათოდ შეიჭრა მოწინააღმდეგის საჯარიმოში, სადაც ტიაგოს გაუკეთა გადაცემა, მაგრამ ამ უკანასკნელმა სათანადოდ ვერ მოარტყდა ბურთს ფეხი და საბოლოოდ გადაცდა კარს.
ახლა კი ვიდეო:
[media=http://www.youtube.com/watch?v=COVaKzYMXdI]
