workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოიანი 6-დან 8 კვირამდე იუქმებს

ბოიანი 6-დან 8 კვირამდე იუქმებს

როგორც იცით, გუშინ გაიმართა შეხვედრა “ბარსელონასა” და “ალმერიას” შორის, სადაც კატალონიელთ 3:1 იმარჯვეს. თამაში არასასიამოვნოდ დასრულდა ბოიან კრკიჩისთვის, რომელმაც შეხვედრის პირველ ნახევარში მარჯვენა კოჭზე მიიღო სერიოზული დაზიანება, რის გამოც შეცვლა თვითნვე მოითხოვა.

 

ძალიან ცუდი ამბავი მოხდა ახალგაზრდა კატალონიელისთვის. შეცვლის შემდეგ იგი მედიკოსებმა გასინჯეს, თუმცა სერიოზული არაფერი ჩანდა, მაგრამ როდესაც შტაბში გასინჯეს, ექიმებმა ზუსტი დიაგნოზი დასვეს და აღნიშნეს, რომ სეზონის ბოლომდე კრკიჩი ვეღარ ითამაშებდა. იგი 6–დან 8 კვირას იუქმებს.

 

მასეკერანოს არყოფნა “ბერნაბეუზე”

 

ხავიერ მასკერანომ, შეხვედრის მე–17 წუთზე მიიღო მისთვის “ნაცნობი” ყვითელი ბარათი, რის გამოც არგენტინელი გამოტოვებს “ელ კლასიკოს” “სანტიაგო ბერნაბეუზე”. იგი ამ დროისთვის ძალიან საჭირო გახლდათ კლუბისთვის, მაგრამ ხისტმა ფეხბურთელმა ვერ მოახერხა მატჩის “მშრალად” დასრულება. შეგახსენებთ, რომ მასკერანოსთვის ეს ბარათი იყო მე–5 წლევანდელ ლა ლიგაში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში