ფრაქცია “LDPR”-ს კონსულმა სპორტულ საკითხებში, ანდრეუ სოზინმა, თავისი აზრები გაუზიარა ჟურნალისტებს “ბარსელონას” შესახებ. იგი გაოგნებულია მათი ბრწყინვალე წარმოდგენით, რომელიც გამართეს დონეცკის “შახტარის” წინააღმდეგ.
“მე სრულიად სხვა ფეხბურთი ვიხილე. “ბარსელონა” სხვა განზომილებაში თამაშობდა. ეს მატჩი მათთვის 3D ფორმატში იყო, რომლის დანახვაც სხვას არ შეუძლია. გავიხსენოთ მეორე გოლი, რომელიც დანი ალვესმა გაუტანა “შახტარს”. ინიესტას ბრწყინვალე გადაცემა, დანი ალვესის არაჩვეულებრივი მიღება და შესანიშნავი გოლი. ასეთი რამის დანახვა “შახტარში” კი შეუძლებელია, ეს მხოლოდ “ბლაუგრანას” ძალუძს. მესი, ჩავი, ინიესტა, ვილია და ალვეში – ისინი უბრალოდ “უცხოპლანეტელები” არიან. მათ სრულიად სხვა ხედვა აქვთ მოედნისა. “ბარსას” მოგება შეუძლებელია, თუ ბედის ირონია არ მოხდა, უნდა იყო ძალიან კარგ ფიზიკურ მდგომარებაში და არც ერთი წუთით არ უნდა შეიწყვიტო სირბილი, რათა ბურთი არ მიიღონ, თორემ სამუდამო კონტროლს აწესებენ მასზე”. დაასრულა სოზინმა.
