პირველი 1/4 ფინალური მატჩის წინ დონეცკის ”შახტარის” კაპიტანმა, დარიო სრნამ შეაქო მოწინააღმდეგე გუნდის თავდამსხმელი, ლეო მესი და ამავდროულად აღნიშნა, რომ მისი უნდი შეეცდება იპოვოს კატალონიური გუნდის სუსტი წერტილები.
”როგორ უნდა გაუმკლავდე ლეო მესის? ჩემი აზრით ეს არავინ იცის. სხვაგვარად ის ვერ გახდებოდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. სწორი არ არის მთელი ყურადღება მესიზე რომ გადავიტანოთ. არგენტინელი თავის თავს არ გავდა მუნდიალზე არგენტინის ნაკრებში ასპარეზობისას, რადგანაც ის ტვინიდან ძვლებამდე ”ბარსელონას” ადამიანია. იდეალურადაა ამ გუნდის თამაშში შეწრყმული და მას ყავს ისეთი თანაკლუბელები, როგორებიც ჩავი და ინიესტა არიან. სუსტი წერტილები ყველა გუნდს აქვს, თუნდაც ის საუკეთესო იყოს. არ გაბრაზდეთ, მაგრამ ამ საკითხის გარჩევა მწვრთნელთან ხდება და არა ჟურნალისტებთან. შეგიძლიათ ენდოთ ჩემს სიტყვებს: ლუჩესკუს შეუძლია მოწინააღმდეგე გუნდის მოქმედების ანალიზირება და მოედანზე ფეხბურთელებს აწვდის საკუთარ იდეებს” – სრნას სიტყვებს ”Спорт-экспресс” ციტირებს.
