გავრცელდა უსიამოვნო ინფორმაცია “ბარსას” მეორე გოლკიპერზე, ხოსე მანუელ პინტოზე.
კატალონიის “ბარსელონას” 13–მა ნომერმა, ხოსე მანუელ პინტომ, ტრავმა მიიღო ოთხშაბათის სესიაზე, ამიტომ მისი თამაში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე, დონეცკის “შახტარის” წინააღმდეგ ძალიან საეჭვოა.პინტოს მარცხენა კოჭზე აღენიშნება მცირე დაზიანება. ამის გამო ხოსეპ (პეპ) გვარდიოლამ კანტერადან გამოიძახა რუბენ მინიო, რომელიც გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს შეცვლის პირველ ნომერს, ვიქტორ ვალდესს.
