workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პრესიადო: “მოხარული ვარ, თუ “ბარსას” სიყვარული დავიმსახურე”

პრესიადო: “მოხარული ვარ, თუ “ბარსას” სიყვარული დავიმსახურე”

ხიხონის “სპორტინგის” მწვრთნელმა, მანოლო პრესიადომ, განაცხადა, რომ ძალიან მოხარული იქნება, თუკი დაიმსახურებს კატალონიელთა სიყვარულს. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

შეგახსნებეთ, რომ 30–ე ტურში ხიხონელებმა მადრიდელები 0:1 დაამარცხეს “სანტიაგო ბერნაბეუზე”, სადაც მათ წელს 100%–იანი შედეგი ჰქონდათ. ამ მატჩის შემდეგ სხვაობა “მერენგებსა” და “ლურჯ–ბროწეულისფერებს” შორის 8 ქულა გახდა.

 

პრესიადოს განცხადებით, “ბარსას” ფანებში დიდი სიმპატია დაიმსახურა: “ძალიან გამიხარდება თუ “ბარსას” ფანებში სიმპატიებს დავიმსახურებ “რეალთან” გამარჯვების შემდეგ. გეტყვით, რომ “მერენგებთან” გამარჯვების შემდეგ, თვალები გაწითლებული მქონდა, რადგანაც ჩემს ტელეფონზე დავინახე 236 შეტყობინება, სადაც სულ მოლოცვები იყო. ვფიქრობ, უკვე გადაწყვეტილია ქვეყნის ჩემპიონატის ბედი”. დაასრულა მანოლო პრესიადომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში