workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იერო: “რეალი” არასდროს დანებდება “ბარსელონას”

იერო: “რეალი” არასდროს დანებდება “ბარსელონას”

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორსა და მადრიდის “რეალის” ლეგენდას, ფერნანდო იეროს სჯერა, რომ “მერენგები” არ დანებდებიან “ლურჯ–ბროწეულისფერებს” ქვეყნის ჩემპიონატის მოგებაში, მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა 8 ქულაა. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

“თეთრების” ყოფილი მცველი აღნიშნავს, რომ 8 ქულა “ბლაუგრანასთვის” მართლაც დიდი უპირატესობაა: “რეალი” იბრძოლებს მანამ, სანამ არსებობს ჩემპიონობის თეორიული შანსები. მარცხი ხიხონის “სპორტინგთან” არ ნიშნავს იმას, რომ ხელი უნდა ჩაიქნიონ ლა ლიგის თასზე. თუმცა მართალია, რომ 8 ქულიანი ჰანდიკაპი ძალიან დიდი უპირატესობაა “ბარსასთვის”. დაასრულა ფერნანდო იერომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში