ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ხერარდ პიკემ, აღიარა, რომ მესიც და რონალდოც ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან. თუმცა აღნიშნა, რომ არგენტინელი ჯობნის პორტუგალიელს.
“მესი კრისტიანოზე უკეთესია. რონადლოს აქვს შესანიშნავი დრიბლინგი და მეორე სართულზეც ძალიან ძლიერია, მაგრამ ლეო და ბურთი ერთად ხელოვნებაა. მესი მოედანზე გოლების გატანაზე ბევრად დიდ სამუშაოს ასრულებს. რონალდოს წინააღმდეგ ძალიან ადვილია თამაში, მხოლოდ უნდა იფიქრო მარჯვენა ფეხის დაფარვაზე, ხოლო მარცხენათი ისეთი ძლიერი ვერაა, როგორც მარჯვენათი”. განაცხადა ყოფილმა “მანჩესტერელმა”.
“როდესაც ლეომ პირველ გუნდში დაიწყო თამაში, ჩვენი მოტყუებით არ იღლებოდა. ჩვენ მას უბრალოდ ვერ ვართმევდით ბურთს! მას შემდეგაც ასეა! მისი სისუსტე მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა იყო და ამიტომაც მეორე თამაშში მან ფეხი მოიტეხა”. დაამატა პიკემ.
ესპანელმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი განსხვავებაა ფერგიუსონსა და გვარდიოლას შორის: “გვარდიოლას შეუძლია ფერგიუსონივით ყვირილი, მაგრამ ამჯობინებს ამის არ გაკეთებას. იგი იყენებს უფრო პროდუქტიულ მეთოდებს, რათა გააგებინოს ფეხბურთელს, რა სურს მისგან. შოტლანდიელი კი უფრო იმპულსურია, მაგრამ უდავოდ ორივე საუკეთესო მწვრთნელია და შეუძლიათ მოტივაცია მისცენ ფეხბურთელებს”. დაასრულა “ბარსელონას” სამმა ნომერმა.
