“ბარსელონას” 31 წლის თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თამაში განაახლა და ურუგვაის ნაკრებთან ერთად ჩატარებულ შეხვედრაში გოლიც გაიტანა.
“მიხარია, რომ დავბრუნდი. ფიზიკურად, თავს კარგად ვგრძნობ და გუნდსაც უკვე შევეჩვიე. აქ გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაზავია.
კოპა ამერიკის პირველ მატჩამდე ჯერ კიდევ ათი დღე დარჩა. დრო საკმარისია და ბევრს ვშრომობ იმისთვის, რომ ტურნირისთვის ბოლომდე მზად ვიყო”. – თქვა სუარესმა პანამასთან მატჩის შემდეგ.

მიდი სუა უნდა მოიხოდო და მაგარ ფორმაში უნდა დაგვიბრუნდე
რაშეაგდო <3