workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვილიარეალი”–”ბარსელონა”. ფაქტები და ციფრები

“ვილიარეალი”–”ბარსელონა”. ფაქტები და ციფრები

როგორც იცით, “ვილიარეალმა” “ბარსელონას” უმასპინძლა და შეხვედრა 0:1 დათმო. ერთადერთი გოლი პიკემ გაიტანა, ხოლო მატჩის გმირი ვიქტორ ვალდესი გახდა, რომელმაც არაერთხელ იხსნა გუნდი გოლისგან. ახლა კი საინტერესო ფაქტები:

 

► ვიქტორ ვალდესმა, 95 წუთის განმავლობაში განახორციელა 3 სეივი, მაგრამ სამივე მათგანი იყო სანახაობრივი და სასიცოცხლო მნიშვნელობის. პირველი ორი დარტყმა მან ჯუზეპე როსის აუღო და მშრალად შეინახა პირველ ტაიმში საკუთარი კარი. მესამე სეივი მან მატჩის მიწურულს განახორციელა, როდესაც მეკარესთან ძალიან ახლოს მყოფმა კასორლამ გადაგზავნა ბურთი კარისკენ. ვიქტორმა აქაც სწორი პოზიცია შეარჩია და “ბარსელონამ” 3 ქულა მოიპოვა.

 

► ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურა იყო სერხიო ბუსკეტსი, მან ყველაზე მეტი–14 ჩაჭრა განახორციელა. ტიაგო ალკანტარამ კი ყველაზე მეტი პასი გააკეთა–136. “ვილიარეალის” არცერთ ფეხბურთელს 55 პასზე მეტი არ გაუკეთებია.

 

► ტიაგომ პირველად ითამაშა ძირითადში(ლა ლიგა). ამ სეზონში მან “ბარსას” სასტარტოში სულ 4–ჯერ დაიწყო: 3–ჯერ სამეფო თასზე (“სეუტა” 5:1 , 0:2 ; “ალმერია” 0:3) და ერთხელ ჩემპიონთა ლიგაზე (“რუბინი” 2:0). “ალმერიასთან” მან გოლიც გაიტანა.

 

► ამ სეზონში შედგა ჯონათან დოს სანტოსის დებიუტი ლა ლიგაში, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა “ბარსას” მაისურით იასპარეზა: სუპერ თასზე, ჩემპიონთა ლიგასა და სამეფო თასზე.

 

► ინიესტას ყველა მატჩი აქვს ჩატარებული ლა ლიგაში. 29 მათგანში ძირითადში მოხვდა, ხოლო ერთხელ შეცვლაზე შემოვიდა.

 

► ბუსკეტსმა და ვალდესმა მიიღეს მე–5 ყვითელი ბარათი, რის გამოც ისინი გამოტოვებენ მატჩს “ალმერიასთან”. მესისა და მასკერანოს კი თითო–თითო ყვითელის შემთხვევაში მოუწევთ “ელ კლასიკოს” გამოტოვება.

 

► პიკემ ამ სეზონში თავისი მეორე გოლი გაიტანა, ხოლო მეცხრე “ბასელონურ” კარიერაში (6 გოლი ლა ლიგაში და 3–იც ევროპის ტურნირებზე). ბოლოს გოლი მან “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გაიტანა, სადაც “ბარსამ” 1:2 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ეს გოლიც კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ გავიდა.

 

► “ბარსელონას” ოთხივე ახალწვეულმა: მასკერანომ, აფელაიმ, ვილიამ და ადრიანომ ასპარეზობა ძირითადში დაიწყეს. ეს სეზონის მიწურულს პირველად მოხდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward