თურქი ნახევარმცველი, არდა თურანი, რომელიც “ბარსელონადან” იჯარით სტამბულის “ბაშაქშეჰირში” თამაშობს, მოქმედი კონტრაქტის მიხედვით კატალონიური გუნდის საკუთრება 2020 წლის ზაფხულამდე იქნება, თუმცა, გასაკვირი არაა, რომ “ბარსაში” მისი ამ დრომდე გაჩერება არ სურთ.
თავის მხრივ, იჯარის გაგრძელებით ან ფეხბურთელის გამოსყიდვის იდეით დიდად მოხიბლული არც “ბაშაქშეჰირია”. ეს ცუდ სიტუაციას შექმნიდა, თუმცა, ყველა მხარისთვის სასარგებლოდ, ახლახანს არდას მსურველი კლუბები გამოჩნდნენ.
“გალათასარაი” და მილანის “ინტერი” ტრანსფერის შეთანხმებას ამ ზაფხულში ეცდებიან. Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” დიდ თანხას არ მოითხოვს და ფეხბურთელის თავიდან მოშორებითაც კმაყოფილი იქნება.




დროზე გაყიდეთ სანამ გადაიფიქრეს
intershi wavides galatasarai ar mevaseba 😀
გალათასარაი გასაგებია მარა ინტერს რა ჯანდაბად უნდა თურანი? :დდდდდ ნუ მე მაგარი მკიდია სად წავა და ვინ იყიდის ამიტომ ვინც მეტს გადაიხდის იმას გაატანონ
Intershi saintereso iqneba mainc ardaa mevaseboda adre es <3
Gaputon da 5milionad achuqon