workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გარიდო მატჩის შემდეგ

გარიდო მატჩის შემდეგ

ესპანური “ვილიარეალის” მწვრთნელი, ხუან კარლოს გარიდო თვლის, რომ მისი გუნდი არ იმსახურებდა პრიმერას 30–ე ტურში მარცხს. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

მოგეხსენებათ კატალონიელები გასვლაზე ეთამაშებოდნენ “ვილიარეალს”, მათ მოახერხეს და 1:0 იმარჯვეს.

 

“თამაშის წინ ძალიან დიდი იმედი გვქონდა იმისა, რომ თამაში ჩვენი გეგმების მიხედვით წარიმართებოდა. სამწუხაროდ ბურთზე ვერ დავაწესეთ კონტროლი, მაგრამ კარში სულ ცოტა 3–ჯერ დავარტყით და გოლის გატანასთანაც ძალიან ახლოს ვიყავით. კატალონიელებმა თამაში მაინცდამაინც სახარბიელოდ ვერ დაიწყეს, ამიტომაც შეგვეძლო ანგარიში გაგვეხსნა, თუმცა ფორტუნამ გვიმტყუნა. პიკეს გოლმა “ბარსელონას” გამარჯვება მოუტანა, მაგრამ ვინც კი გამეორება ნახა ეპიზოდისა, ყველამ აღნიშნა, რომ პიკე ხელით მოქმედებდა. როგორც არ უნდა იყოს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ პეპსა და მის შეგირდებს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ თამაშის შედეგი ფრე უნდა ყოფილიყო”. დაასრულა ხუან კარლოს გარიდომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში