“ვალენსიასთან” მატჩი ჟორდი ალბასთვის საიუბილეოა – ესპანელი მარცხენა მცველი “ბარსელონას” მაისურით მე-300 მატჩს ატარებს.
ალბამ ახალგაზრდული კარიერა “ბარსაში” გაატარა, პროფესიონალურ დონეზე კი გუნდს 2012 წელს, “ვალენსიადან”, 14 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაუბრუნდა.
აქამდე ჩატარებულ 299 შეხვედრაში ალბამ 15 გოლი გაიტანა და 51 საგოლე პასი გააკეთა – მათი უმეტესობა ლიონელ მესის მისამართით. მან გუნდთან ერთად 5 ლა ლიგის, 4 თასის, 3 სუპერთასის, ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერ თასის და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოახერხა.

ალბა უდიდესი ფეხბურთელი ხარ. გილოცავ ამ საიუბილეო დღეს
საიუბილეო მატჩი და ასე ჩააგდო? მე არ ვიცი რაა