workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გენერალური რეპეტიცია შედგა !

გენერალური რეპეტიცია შედგა !

დღეს “ვილიარეალის” და “ბარსელონას” დაპირისპირებათა დღეა. სეგუნდა დივიზიონში შედგა დუბლიორი გუნდების თამაში, ეს ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იყო დიდი გუნდების დაპირისპირების წინ. ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩი შედგა “ვილიარეალ ბ” – სა და “ბარსელონა ბ” – ს შორის. კატალონიელებმა დრამატულ ბრძოლაში 3:2 იმარჯვეს მეტოქის სტადიონზე. 

პირველ ტაიმი კატალონიელთათვის არასასურველად დასრულდა. ლუის ენრიკეს შეგირდებმა პირველ ტაიმი დათმეს 2:1. დუბლი პერესმა შეასრულა, ერთადერთი გოლი პირველ 45 წუთში კი ჯონათან სორიანოს ანგარიშზეა.

შესვენებაზე ლუის ენრიკემ ფეხბურთელები კარგად დაგეშა მეორე და გადამწყვეტი 45 წუთისათვის. 8 წუთის ინტერვალში გავიდა ორი ბურთი, მე–60 წუთზე თავი სანჩესმა იჩინა, ხოლო გადამწყვეტი 3 ქულის მომტანი ბურთი მატჩის 68 – ე წუთზე გავიდა, ბურთი მეტოქის კარის ბადეში ბერხონმა შეაგორა. 

“ბარსელონამ” უმნიშვნელოვანესი და ურთულესი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი “ბარსელონა ბ” – სი პირველ გუნდში გამოიძახა პეპ გვარდიოლამ. 

გენერალური რეპეტიცია შედგა, “ბარსელონას” მეორე გუნდმა “ვილიარეალის” სარეზერვო გუნდი დაამარცხა, ჯერი დიდებზეა…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში