მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გონსალო გედეში: ვეცდებით, “ბარსელონას” სუსტი მხარეებით ვისარგებლოთ

გონსალო გედეში: ვეცდებით, “ბარსელონას” სუსტი მხარეებით ვისარგებლოთ

სამ დღეში, “ბარსელონა” ესპანეთის თასის ფინალში “ვალენსიას” დაუპირისპირდება. “ღამურების” პორტუგალიელი ფორვარდი, გონსალო გედეში, მოახლოებულ მატჩზე საუბრობს. 

“ფინალის წინ თავს კარგად ვგრძნობთ. მთელი წლის განმავლობაში, მეოთხე ადგილისთვის ვიბრძოდით და ამას ბოლოს მივაღწიეთ. ეს შესანიშნავია. 

არა მგონია, “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის გამო სუსტი იყოს. ეს გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია და უამრავ ტიტულს კიდევ ერთის მიმატება ნამდვილად ენდომებათ. თანაც, ამისთვის საჭირო რესურსი აქვთ – ფეხბურთელების და სამწვრთნელო შტაბის სახით. 

დარწმუნებული ვარ, “ბარსა” ბურთს გააკონტროლებს და მაღალ პრესინგს ითამაშებს. თუ ამას გავუმკლავდებით, სივრცეების პოვნას და მათ გამოყენებას მოვახერხებთ. ვნახოთ, რა მოხდება. ყველა თამაში განსხვავებულია, განსაკუთრებით, როცა ეს ფინალია. დარჩენილ დროში, მეტოქის თვისებებს კიდევ უფრო კარგად შევისწავლით და ვეცდებით, მათი სისუსტეები – რომელიც ბევრი ნამდვილად არ არის – გამოვიყენოთ”. – ციტირებს გედეშის სიტყვებს Marca. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (9)

  • M10 S9 D11
    schedule 23 მაი 2019, 01:13

    მესის პონტში არ მინდა კოპას წაგება არანაირად

  • lesane C
    schedule 22 მაი 2019, 23:57

    ციტატა: nika 54

    ციტატა: lesane C
    მიდი ამოავსე ბარსას კარი გუედეშ,ეგება გააგდონ ბატონი ვალვერდი


    მერე ლეოს ოქროს ბურთს შენ გაუჩალიჩებ?


    მაგრად არ მაინტერესებს,თუ არც აიღებს დააბრალოს საკუთარ თავს,მერე ხო მიხვდება რო აღარ უნდა "დაკრიშოს"ვიღაც ვიღაცები",მარა მამენტ ახლა ლივერპულმა რო მოიგოს ისეც დიდი შანსია რო ვან დეიკს შეტენიან,როგორც მოდრიჩზე ქნეს,ტაკ შტო ჯობია ვალვერდე მოვიცილოთ ,მესის ოქროს ბურთი მეორე ხარისხოვანია(პირადად ჩემთვის)

  • nika 54
    schedule 22 მაი 2019, 23:44

    ციტატა: lesane C
    მიდი ამოავსე ბარსას კარი გუედეშ,ეგება გააგდონ ბატონი ვალვერდი


    მერე ლეოს ოქროს ბურთს შენ გაუჩალიჩებ?

  • ana anukii
    schedule 22 მაი 2019, 23:36

    კოპაც რომ წავაგოთ მერე მესის მართლა არ შეუსუსტდეს ოქროს ბურთზე პოზიცია.. მარა ვალვერდეს გაგდება დზაან ლაი იქნებოდა .. ნუ მესის დასჯის ხარჯზე არ მინდა მაინც

  • lesane C
    schedule 22 მაი 2019, 23:28

    მიდი ამოავსე ბარსას კარი გუედეშ,ეგება გააგდონ ბატონი ვალვერდი

  • Bola
    schedule 22 მაი 2019, 22:00

    ისე სულ რომ გვინდოდეს თასი ეგრე მარტივადაც არაა საქმე .. ვალენსია კარგი გუნდია და შეტევაში კოუტინიო დემბელე სუარესის არ ყოფნა. არტურის უთამაშებლობა.. რა იქნება მოკლედ კაცმა არ იცის.

  • Pyiol16
    schedule 22 მაი 2019, 21:56

    ერთადერთი იმედია ვალენსია წელს რო გათავისუფლდეს ბარსა ამ საცოდავი კაცისგან მიდი ვალენსია მიდი ოღონდ ეს ცხვირა მოგვაშორებიე და თუგინდათ ამ თასს მომავალში ესპანეთის ჩემპიონობაც მიამატეთ

  • ფრენკი
    schedule 22 მაი 2019, 21:33

    იმედია მოიგებთ და ვალვერდეც წავა

  • Rivaldo
    schedule 22 მაი 2019, 21:32

    სისუსტეებიო? ესენი მგონი ვალვერდეს *ოტყნას აპირებენ ეგაა ჩვენი სისუსტე და