მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი მესიზე: შეგიძლიათ მშვიდად იყოთ

ჩავი მესიზე: შეგიძლიათ მშვიდად იყოთ

“ბარსელონას” ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა თავის ყოფილ თანაგუნდელზე, ლიონელ მესიზე ისუბრა.

“ოთხი ჩემპიონთა ლიგა მესის ერაში? ეს ცოტა არაა, აქამდე ჩვენ მხოლოდ ერთი გვქოდა. ამ ტურნირის მოგება რთულია. გვარდიოლას “ბარსა” საუკეთესო იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ოთხიდან მხოლოდ ორჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება – “ჩელსიმ” და “ინტერმა” ტურნირიდან გამოგვთიშეს. თუმცა, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან მესის ჯერ არ დაუმთავრებია. ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ ლეო კიდევ შეძლებს სამი ან ოთხი სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებას, როგორც ახლა აკეთებს ამას, იმიტომ, რომ ის თავს უვლის, ლეო უმაღლესი დონის პროფესიონალია და ასევე ფიზიკურადაც ძლიერია. მესი ყველაფერში ნომერ პირველია.” – ციტირებს ჩავი ერნანდესის სიტყვებს Diario Sport.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (9)

  • Abzo315
    schedule 22 მაი 2019, 18:46

    [quote=messi10041109]სანამ წავა კიდევ მოასწრებს 3 ოქროს ბუცის მოგებას <3 და იქნებ 3 ოქროს ბურთიც მიიღოს[/quote
    ოქროს ბუცი მეეჭვება, ის დედა მი.მული მბაპე თუ დარჩა პსჟში. იმ სირ ლიგაში შეყრის და შეყრის აწი ეგ.

  • messi10041109
    schedule 22 მაი 2019, 15:32

    სანამ წავა კიდევ მოასწრებს 3 ოქროს ბუცის მოგებას <3 და იქნებ 3 ოქროს ბურთიც მიიღოს

  • Albicelecte
    schedule 22 მაი 2019, 11:07

    ლიგა გახადეს ზედმეტად ზეტურნირი,
    მსოფლიოს საკლუბოსა და ევროპის სუპერთასის მოგებას თითქოს არ აქვს აფსი და ასევე ევროპალიგა/ლიბერტადორესი
    მაგალითად, 2012 წელს ჩელსიმ ორივეგან რომ ჩაისვარა, თითქოს არაფერი მომხდარა?!?!?!?!
    კიდევ, ატლეტიკო რომ ევროპალიგიდან სუპერთასს დიდი უპირატესობით იგებდა, თითქოს არაფერი ხდებოდა და ყველაფერი ლიგის გამარჯვებული იყო(არ მიყვარს ეგ ნაჯახი გუნდი, მაგრამ ფაქტი ხდებოდა)
    და ამის ფონზე ზედიზედ 3 ჯერ რეალის "ტრიუმფი" ყველაფერი გააკეთეს ეპოქის გასაუფასურებლად დამპლებმა!

    ამიტომ პერესის,ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის, ცენტრალური ხელისუფლების, უეფას და ტოტალიზატორის მკვდარიცა და ცოცხალიც!

  • Johan Cruyff 14
    schedule 22 მაი 2019, 10:14

    ნერვები მეშლება ორჯერ გუნდი როცა ვარდება ლიგიდან ისე რო პირველ თამაშს დიდი სხვაობით იგებს ეს უკვე მწვრთნელის ბრალია ვალვერდე უნდა ჩამოცილდეს ბარსელონას მევრთნელის რანგს

  • Basi
    schedule 22 მაი 2019, 09:48

    valverdees xelshi ramdenad dadebs momaval sezonshii eg namdvilad arvicii

  • messi and iniesta
    schedule 22 მაი 2019, 08:46

    აბა რა ლეგენდა მესის ორი ჩემპიონთა ლიგის თასი წინ აქვს მეტი თუ არა

  • M10 S9 D11
    schedule 22 მაი 2019, 02:38

    მომავალ სეზონში აუცილებლად უნდა მოვიგოთ ლიგა აუცილებლად ძაან ახლოს ვიყავით წელს მარა ვალვერდემ მოგვისაქმა ყველაფერში

  • ana anukii
    schedule 22 მაი 2019, 01:55

    მაესტრო🥰🥰🥰

  • Nou kamp
    schedule 22 მაი 2019, 01:55

    დარწმუნებული ვარ მესი მინიმუმ 1 ლიგას კიდევ დადებს. ტრიუმფით წავა ფეხბურთიდან.როგორც ჩავი გავაცილეთ ტრიპლეტით.