workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იტალიურმა არხმა ისაუბრა გვარდიოლას შესაძლო წასვლაზე

იტალიურმა არხმა ისაუბრა გვარდიოლას შესაძლო წასვლაზე

პირველ აპრილს, იტალიური სპორტული არხის “Rai Sport”–ის ოფიციალურ საიტზე დაიდო სტატია, სადაც საუბარია გვარდიოლას წასვლაზე “ბარსელონადან”. ისინი ირწმუნებიან, რომ ხოსეფ გვარდიოლა ნამდვილად წავა. შესაძლოა ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო, მაგრამ ამის ეჭვს ფანტავს ის, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება ევროპაში დაიწყო : “როიტერმა”, “სქაი სპორტმა”, “ფიფას” ოფიციალურმა საიტმა და “მარკამ”.

 

“ვფიქრობ, ჩემი დრო “ბარსელონაში” დასასრულს უახლოვდება. მე თავს შესანიშნავად ვგრძნობ აქ, მაგრამ ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ასეთი დონის კლუბში, მრავალწლიანი მუშაობა შეუძლებელია. შემდეგი სეზონი იქნება ჩემთვის მეოთხე, რომელსაც “ბარსელონაში” გავატარებ. ასეთ გრანდში მრავალწლიანი მუშაობა იწვევს იმას, რომ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ერთმანეთთან მუშაობა სწყინდებათ, რის შედეგადაც იწყება დაღმასვლა. ამის ასაცილებლად მე წავალ კლუბიდან”. გადმოსცემს გვარდიოლას სიტყვებს იტალიური არხი.

 

ეს ამბავი რამდენად შეესაბამება სიმართლეს ჯერ არ არის ცნობილი. ასე, რომ ჯერჯერობით აღშფოთების მიზეზი არ არის. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში