გუშინ სტარტი აიღო ფანკლუბებს შორის საფეხბურთო ტურნირმა “ფან-კლუბ 2019“, რომელშიც “ბარსელონას” ფანკლუბიც მონაწილეობს.
ჩვენს გუნდს, Penya Blaugrana-ს სტარტი ძალიან წარმატებული გამოუვიდა – პირველივე მატჩში, ტურნირის დებიუტანტმა ბათუმის “დინამოს” ფანკლუბი 14:3 დაამარცხა. გოლების ავტორები: ვალერი ზანგური (3), ლევან გამხიტაშვილი (3), ბექა დაბრუნდაშვილი (3), ლევან ნათაძე (2), გიორგი დოლიაშვილი (2), ალექს ლორია.
დღეს, 22:00 საათზე, ბელიაშვილის 12 ნომერში მდებარე სტადიონი, ჩვენი გუნდი ტურნირის მოქმედ გამარჯვებულსა და გამოკვეთილ ფავორიტს, “იუვენტუსის” ოფიციალურ ფანკლუბს დაუპირისპირდება.

გუშინვე დაიწყო ინტელექტუალური ვიტორინა “მე-12 მოთამაშის” ახალი სეზონი, რომელსაც ჩვენი გუნდი Blaugrana მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ხვდება.
ჩვენმა გუნდმა 75 შესაძლებლიდან 57 ქულა მოაგროვა. ეს შედეგი, ბევრი გუნდისთვის, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ არა ჩვენთვის.
წინ კიდევ 2 ტურია და Blaugrana აუცილებლად შეეცდება შეინარჩუნოს ჩემპიონობა

გოგოები არ მონაწილეობენ საფეხბურთო ტურნირში?
მოქმედ ჩემპიონ იუვეს, აღსანიშნავია!🙂
გიოგრი დოლიაშვილი ლევან ნათაძე ლუკა ჩაკვეტაძე წარმატებები ბიჭებოოო <3