workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პროსინეჩკი: “რეალს” ვქომაგობ, მაგრამ ჩემპიონი “ბარსა” გახდება”

პროსინეჩკი: “რეალს” ვქომაგობ, მაგრამ ჩემპიონი “ბარსა” გახდება”

ხორვატიის ეროვნული ნაკრების, “ბარსელონასა” და “რეალის” ექს-;ფეხბურთელმა, რობერტ პროსინეჩკიმ თავისი აზრი გაუზიარა ჟურნალისტებს ლა ლიგის ჩემპიონობაზე. იტყობინება გავლენიანი კატალონიური გამოცემა “სპორტი”.

 

ხორვატის თქმით ჩემპიონობა “ბლაუგრანას” დარჩება: “ეჭვიც არავის ეპარება იმაში, რომ ეს ორი გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა. “ბარსელონა” მთელ მსოფლიოს აოცებს. ორივე გუნდის თამაშს ვუყურებ იმ შემთხვევაში, თუ ამის საშუალება მაქვს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ესპანური გრანდების თამაშით. ისინი უბრალოდ შეუდარებელნი არიან. უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ “რეალის” ქომაგი ვარ დიდი ხანია, მაგრამ ამ სეზონში ლა ლიგის თასი “ლურჯ-ბროწეულისფერებს” დარჩებათ”. დაასრულა პროსინეჩკიმ “სპორტთან” ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში