ინგლისური ”მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ”ბარსელონასთან” შეხვედრა სურს.
ამავდროულად შოტლანდიელმა სპეციალისტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კატალონიელთა თამაშით აღფრთოვანებულია.
”არიან ადამიანები, რომლებიც უარს იტყოდნენ ”ბარსასთან” შეხვედრაზე. მაგრამ პირადად ჩემთვის მათთან ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში დიდი გამოწვევა იქნება. ყოველთვის სასიამოვნოა მოედანზე ჩავისა და ინიესტას ხილვა. ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. ისინი სიმაღლის მიუხედავად არ უშინდებიან ბურთის კონტროლს. იგივე ეხება მესის და ”ბარსას” შეტევით ხაზს” – განაცხადა ფერგიუსონმა.
