დღეს, “ბარსელონას” ლეგენდარული ნახევარმცველის, ანდრეს ინიესტას დაბადების დღეა. ესპანელი 35 წლის გახდა.
ინიესტა არა მარტო “ბარსელონას”, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა. მან “ბლაუგრანას” მაისურით 674 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 57 გოლი და გააკეთა 140 საგოლე გადაცემა.
“ბარსელონაში” გატარებული 16 წლის განმავლობაში, ანდრესმა მოიგო 32 ტიტული – 4 ჩემპიონთა ლიგა, 9 ლა ლიგა, 3 უეფას სუპერ თასი, 3 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 6 კოპა დელ რეი და 7 ესპანეთის სუპერ თასი. 2008 და 2012 წლებში, ინიესტა ევროპის ჩემპიონი გახდა, 2010 წელს კი ანდრესმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, მან ფინალში გადამწყვეტი გოლის გატანაც მოახერხა.
ინიესტა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის ფინალების საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
2012 წელს, ინიესტა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდს – “ოქროს ბურთის” მოგებით, ანდრესი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა “ოქროს ბურთს” სჭირდება ფეხბურთელი, და არა პირიქით.



"ბარსელონას" გამოცდილმა თავკაცმა, ერნესტო ვალვერდემ "ხეტაფესთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და თავის მომავალზეც ისაუბრა.
"ბარსელონაში" კიდევ ერთი სეზონით დარჩენა? თავს კარგად ვგრძნობ და შემრჩა იმის ძალა, რომ ჩემი კატალონიური კარიერა გავაგრძელო. "ლივერპულთან" შეხვედრის შემდეგ, ბართომეუს ვესაუბრე და ვიგრძენი, რომ ზურგი გამაგრებული მაქვს. ხოსეპმა საკუთარი მხარდაჭერა გამომიცხადა.
რას იზამენ ფანები ხვალ? მათ აქვთ უფლება იმისა, რომ საკუთარი აზრი თავისუფლად გამოხატონ. "წითლებთან" მარცხმა ყველაზე იმოქმედა, მაგრამ სეზონს წარუმატებლად მაინც არ შევაფასებდი." – განაცხადა ვალვერდემ.