workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არტურ მასი: “ბარსელონა” 4 გოლიანი ჰანდიკაპით მოიგებს”

არტურ მასი: “ბარსელონა” 4 გოლიანი ჰანდიკაპით მოიგებს”

კატალონიის პრეზიდენტმა, არტურ მასმა, განაცხადა, რომ “ბარსელონა” უპრობლემოდ გაიმარჯვებს მადრიდის “რეალთან” ოთხ გოლიანი ჰანდიკაპით. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

არნტურ მასი სრულიად ეთანხმება “ბარსელონას” პრეზიდენტს, სანდრო როსელს. მოგეხსენებათ როსელმა განაცხადა, რომ “ბლაუგრანა” ჩვეულებისამებრ 5:0 მოიგებდა: “მე ვერ ვიქნები როსელივით მამაცი და კატეგორიული. მან განაცხადა 5:0, ხოლო მე ვამბობ 4:0. ეს ანგარიში შეესაბამება კიდეც კატალონიის დროშას”. განაცხადა მასმა. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ კატალონიის დროშაზე არის ოთხი წითელი და ოთხი ლურჯი ზოლი, ფონი კი ყვითელია. სწორედ ამიტომ “იწინასწარმეტყველა” კატალონიის პრეზიდენტმა ზემოთ აღნიშნული ანგარიში.

 

კატალონიის პრეზიდენტი, არტურ მასი, დიდი ქომაგია ფეხუბრთის და კერძოდ “ბარსელონასი”. იგი შეძლებისამებრ ცდილობს ყოველთვის დაესწროს “ლურჯ–ბროწეულისფერთა” მატჩებს “კამპ ნოუზე”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში