მადრიდის “რეალის” ლეგანდა და საპატიო პრეზიდენტი, ალფრედო დი სტეფანო, აცხადებს, რომ გამარჯვება “ბარსელონაზე” არის უბრალოდ ღირსების საკითხი და “მერენგები” ვალდებულები არიან ეს გააკეთონ, მათ უნდა ითამაშონ ისე, როგორც არასდროს. “მარკასთან” ინტერვიუში, დონ ალფრედომ, ისაუბრა ამ გამარჯვების აუცილებლობაზე.
“ყოველი მატჩი “ლურჯ–ბორწეულისფერების” წინააღდმეგ ფინალის ტოლფასია. ეს ნამდვილად ასეა, რადგანაც “ბარსა” ძალიან ძლიერია და ცდილობს სამივე ფრონტზე გამარჯვება იზეიმოს. გვარდიოლას შეგირდები მართლაც, რომ შეუდარებელნი არიან, განსაკუთრებით ამ სეზონში, მაგრამ “რეალს” მართებს გამარჯვება, რადგანაც ეს უბრალოდ ღირსების საკითხია”. განაცხადა მადრიდის “რეალის” ლეგენდამ, ალფრედო დი სტეფანომ “მარკასთან” ინტერვიუში.



