მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე “ლივერპულთან” მატჩის წინ

ერნესტო ვალვერდე “ლივერპულთან” მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “ლივერპულთან” მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“კლოპის კომენტარი? გასულ კვირაში, ფანებმა, “კამპ ნოუზე” გადამწყვეტი როლი ითამაშეს. აქ 90 000-ზე მეტი გულშემატკივარი მოდის და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. იმედი გვაქვს, რომ ხვალ ისინი დაგვეხმარებიან. კლოპს, მისი კომენტარით, სიტუაციის დედრამატიზირება უნდოდა, რადგან საბოლოოდ, აქ არის მოედანი, რომელზეც ორი კარი დგას და 22 მოთამაშე ცდილობს გოლის გატანას.”

“ლივერპული” ძლიერი გუნდია, ისინი მაღალ ტემპში თამაშობენ და შესანიშნავი თავდასხმა ჰყავთ. “მერსესაიდელები”, პრემიერ ლიგაში, მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ, ეს ფაქტი, ყველაფერზე მეტყველებს.”

“სახლში ვთამაშობთ და ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, ვიცით, რომ “ლივერპულის” წინააღმდეგ, ორი კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ. გასული წლის ფინალიდან, დღემდე, მათი შემადგენლობა თითქმის არ შეცვლილა.”

“ისინი, თავის თავდამსხმელებს, ბურთით კარგად ამარაგებენ. “ლივერპულის” დაცვის ხაზი ზევით იწევს და ცდილობს, ბურთი შენს ნახევარზე წაგართვას, შემდეგ კი სწრაფად შეგიტიოს. მათ ზეწოლას თავი უნდა დავაღწიოთ და ჩვენც იმავეთი ვუპასუხოთ.” – ციტირებს ერნესტო ვალვერდეს სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ მატჩი “ბარსელონასა” და “ლივერპულს” შორის, ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (24)

  • Pyiol16
    schedule 07 მაი 2019, 13:39

    მიდი ვალოდია მიდი დარწმუნებული ვარ დღეს ის შანსებიც აღარ მიეცემა რაც წინაზე ქონდა ლივერპულს და ვალიკო იმიტომაა მაღალი დონის ტაკტიკოსი ერთი თამაში ვისაც ეთამაშა და რაღაც შეცდომები იყო მეორეში გამოასწორეს შეისწავლა და ათამაშა ისე გუნდი როგორც საჭირო იყო ამიტომ დაუჯეროთ ვალოდიას იცის თავის საქმე შარშან მაინც ევროპულ დონეზე გამოუცდელი იყო და რომასთან მაგრად ჭამა წელს ძაან ფრთხილად დაკვირვებით და ჭკვიანურად მიყვება

  • FAN OF BARCELONA
    schedule 07 მაი 2019, 10:10

    Vidali dziritadshi uechveli . Eg ro tamashobs mburdzglavs tanshi tipi tavs aklavs 😁

  • OusmaneDembele
    schedule 07 მაი 2019, 05:59

    მიდი ვალოდია ლივერპული უნდა გააჭენო დღეს საღამოს მესი მხედარი იქნემა შენ მათრახი🤣😂 რომას მერე თუ. კიდევ გამოვარდი ვაი დედაშენს რასვუზამ დედაშენს რას ვუზამ წარმოდგენაც არ გინდა დამიჯერე!😍😍😍

  • tigresa
    schedule 07 მაი 2019, 00:46

    ჩემი პირადი აზრით იგივე ტაქტიკით უნდა ათამაშოს როგირც კამპ ნოუზე, ფაქტია გაჭრა