“ბარსელონას” არგენტინელმა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, 35-ე ტურში “ლევანტეს” კარში საჩემპიონო გოლი გაიტანა და ამავდროულად “ოქროს ბუცის” რეიტინგში კიდევ ერთხელ დაწინაურდა.
მესის უახლოესი მდევარი კვლავ – კილიან მბაპეა, რომლის გუნდმა (“პსჟ”) 27 აპრილს საფრანგეთის თასის ფინალი ითამაშა, ახალგაზრდა ფრანგი კი მოედნიდან უხეშობის გამო გააძეევეს და შესაძლოა დისკვალიფიკაციაც მიიღოს.
გთავაზობთ განახლებულ რეიტინგს:
- ლიონელ მესი – (“ბარსელონა”) – 34 გოლი / 68 ქულა
- კილიან მბაპე (“პსჟ”) – 30 გოლი / 60 ქულა
- ფაბიო კვალიარელა (“სამპდორია”) – 23 გოლი / 46 ქულა
- მოჰამედ სალაჰი (“ლივერპული”) – 21 გოლი / 42 ქულა
- რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 21 გოლი / 42 ქულა




saidan daaskveni kacurad😁