workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი: ”ყველას სურს ”ბარსაში” თამაში, მათ შორის მეც”

ნეიმარი: ”ყველას სურს ”ბარსაში” თამაში, მათ შორის მეც”

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა მის მიმართ სხვადასხვა კლუბების მიერ გამოჩენილ ინტერესთან დაკავშირებით.

”ყველა ფეხბურთელს სურს ”ბარსაში” თამაში, მათ შორის მეც. ეს ძალიან დასაფასებელია. მაგრამ მე მაქვს კონტრაქტი ”სანტოსთან” და მის ამოწურვამდე აქ დარჩენას ვაპირებ.” – განაცხადა ფეხბურთელმა, როდესაც მას შეკითხვა დაუსვეს ”ბარსელონასთან” დაკავშირებით.

ბრაზილიელმა ტალანტმა პრეს-კონფერენციის დროს რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ იგი ბედნიერია ”სანტოსში” და კარიერის გაგრძელება სწორედ ამ კლუბში სურს.

”მომავალს ღმერთი განსაზღვრავს, თუმცა მე კონტრაქტი მაქვს ”სანტოსთან” და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თავს ბედნიერად ვგრძნობ და მსურს ამ კლუბში დარჩენა. არა, მე არ მაქვს კლუბის დატოვების სურვილი. მე ჩემს ქვეყანაში ვარ, ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ახლოს. წასვლის მიზეზი არ მაქვს.” – განაცხადა ნეიმარმა.

ნეიმარმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ კვირას მას ”ჩელსის” აგენტთან ჰქონდა შეხვედრა, თუმცა უარყო ინგლისურ კლუბში გადასვლის შესაძლებლობა.

შოტლანდიისა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული მატჩის შემდეგ ნეიმარი ქვეყნის ფედერაციის ნებართვით პრეს-კონფერენციას დაესწრო. ხსენებულ მატჩში ”სანტოსის” ვარსკვლავმა დუბლი გაიფორმა და თავის ქვეყანას გამარჯვება მოუტანა.

ნეიმარმა ”სანტოსთან” კონტრაქტი გასულ წელს გაახანგრძლივა. კლუბმა მას ბრაზილიის ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასი შესთავაზა, ხოლო კონტრაქტის გამოსასყიდ თანხად 45 მილიონი ევრო დაუფიქსირა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში